ბანკები მოგების გადასახადის “ესტონურ მოდელზე” აღარ გადადიან.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს და მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
“ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.
“2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგების გადასახადის “ესტონური მოდელი” ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა და ის ბიზნესს რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს. საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლიდან იგეგმებოდა.
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…